Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძემ "TV პირველთან" 1 000 000 ლარის ღირებულების სარეკლამო ხელშეკრულება დადო


გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ, "სტრატეგია აღმაშენებელმა" "TV პირველთან" მილიონი ლარის ხელშეკრულება დადო. ინფორმაცია გაერთიანების დეკლარაციაშია ასახული.

"TV პირველში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ნახევარი უკვე აითვისა და შესაბამისი თანხაც გადაიხადა. ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, ჯამში რამდენი წუთის განმავლობაში გადიოდა ამ არხზე მისი რეკლამა, რადგან ფასი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა გადაცემაში გადიოდა სარეკლამო რგოლი.

"მაქსიმალური თანხა ავიღეთ და ნახევარზე გავჩერდით. მეტი რომ არ გვაქვს, ვეღარ ვიხდით, გაგვიჩერდა რეკლამა... ჩვენ ველოდებით შემომწირველებს, იქნებ, ვინმე გამოჩნდეს", - უთხრა "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით ცეკვავამ რადიო თავისუფლებას.

1-21 სექტემბრის ფარგლებში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ 2 027 870 ლარის სარეკლამო ხელშეკრულებები დადო. "TV პირველის" შემდეგ ყველაზე მეტი თანხა ბილბორდების განთავსებაში იხარჯება. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, მას სარეკლამო ხელშეკრულებები დადებული ჰქონდა "ფორმულასთან" (150 ათასი), "კავკასიასთან" (31 ათასი), გაზეთებთან - "ალია" და "კვირის ქრონიკა" (5 ათასი ლარი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG