Accessibility links

site logo site logo

Edison Research: ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯარს, ეკლესიას და NCDC-ის აქვს


Edison Research-ის კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, ინსტიტუტებიდან მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს, ეკლესიას და დაავადებათა კონტროლის ცენტს ენდობა, ყველაზე ნაკლებად კი - პოლიტიკურ პარტიებს, პრეზიდენტს და ბანკებს.

კერძოდ, გამოკვლევის თანახმად, ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში პირველ ადგილზე 89 %-ით ჯარია, მას 85%-ით ეკლესია მოსდევს, ხოლო მესამეა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, რომელსაც მოსახლეობის 71 % ენდობა.

ნდობის რეიტინგებს შემდეგ ადგილებზე 68 ქულით არიან პოლიცია, უნივერსიტეტები და ქართული მედია.

გამოკითხვის მიხედვით დანარჩენი მაჩვენებლები შემდეგნაირად განაწილდა:


პრემიერ-მინისტრი - ენდობა 62%.

სახალხო დამცველი - ენდობა 60%.

ადგილობრივი ხელისუფლება - ენდობა 59%.

მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი) - ენდობა 52%.

ცენტრალური საარჩევნო კომისია - ენდობა 55%.

არასამთავრობო ორგანიზაციები - ენდობა 51%.

საქართველოს პარლამენტი - ენდობა 49%.

საქართველოს პროკურატურა - ენდობა 47%.

სასამართლოები - ენდობა 46%.

პოლიტიკური პარტიები - ენდობა 42%.

საქართველოს პრეზიდენტი - ენდობა 41%.

ქართული ბანკები - ენდობა 40%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილებად + - 1.5% ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG