Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედისონ რისერჩის" გამოკვლევა: „ქართული ოცნება" - 36%, 9 ოპოზიციური სუბიექტი - 36%


ტელეკომპანია „ფორმულა" აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს, რომელიც არხმა კომპანია „ედისონ რისერჩს" დაუკვეთა. გამოკვლევაში პარტიათა რეიტინგები ასე გადანაწილდა:

შეკითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, მოქალაქეები პასუხობენ:

  • „ქართული ოცნება" - 36%;
  • „ენმ - ძალა ერთობაშია" - 17%;
  • „ევროპული საქართველო" - 5%;
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 4%;
  • „ლეიბორისტული პარტია" - 3%;
  • „პატრიოტთა ალიანსი" - 3%;
  • „გირჩი" - 2%:
  • „ლელო" - 2%;
  • „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი" - 1%
  • „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო" - 1%;
  • „გამარჯვებული საქართველო - ირაკლი ოქრუაშვილი" - 1%;
  • სხვა პარტიები - 1%;

შედეგების მიხედვით, 9 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის ჯამური რეიტინგი „ქართული ოცნებისას" უტოლდება და შეადგენს 36%-ს. მასში არ იგულისხმება „პატრიოტთა ალიანსი", რომელიც არნიშნულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოალიციური მთავრობის შექმნას მხარს არ უჭერს.

გამოკვლევის თანახმად, მოქალაქეების 24% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ამასთან, გადაუწყვეტელ 24%-ს ჰკითხეს, ვისკენ უფრო იხრება მათი სიმპათია - „ქართული ოცნებისკენ" თუ ოპოზიციური პარტიისკენ. შეკითხვაზე „მაინც ვის მისცემდით ხმას, „ქართულ ოცნებას" თუ ოპოზიციურ პარტიას, უფრო ვისკენ იხრება თქვენი სიმპატია", პასუხები ასე განაწილდა:

  • ოპოზიციური პარტია - 30%;
  • „ქართული ოცნება" - 13%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 57%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა" ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4 500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG