Accessibility links

site logo site logo

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ საზავო შეთანხმების დარღვევაში


სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალები განაგრძობენ სროლას მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო, მიუხედავად ორივე მხარისადმი მიმართული საერთაშორისო მოწოდებებისა, დაიცვან რუსეთის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმების პირობები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 13 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ღამით კონფლიქტის ზონის რამდენიმე მონაკვეთზე ვითარება დაძაბული რჩებოდა. მან სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო დილით ტერტერის რაიონის დაბომბვაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდება და თავის მხრივ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარემ „განაახლა მოქმედებები, რასაც თან სდევდა აქტიური სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი [ფრონტის ხაზის] სამხრეთ, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ“ მონაკვეთებზე.

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს 10 ოქტომბერს მოსკოვში მიღწეული საზავო შეთანხმების დარღვევაში. შეთანხმება ითვალისწინებდა ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანის ჯარებს შორის ტყვეებისა და ორკვირიანი შეტაკებების პერიოდში დაღუპულთა გვამების გაცვლას.

ასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა მას შემდეგ, რაც, 1994 წლის საზავო შეთანხმების შემდეგ, 27 სექტემბერს კვლავ განახლდა შეტაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონი, რომელსაც ეთნიკური სომხები მართავენ და ძირითადად სომხებითაა დასახლებული, საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG