Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე ვახტანგი "კარტოგრაფების საქმეზე": ის ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა


მთავარეპისკოპოსი ვახტანგ ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ "კარტოგრაფების საქმეზე" ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პოლიტიკური კონტექსტით იყვნენ დაკავებულები. ამის შესახებ მან სვეტიცხოველში განაცხადა.

"უნდა კარგად გამოიძიონ ნათელი გონების ადამიანებმა. მე ასე ვიტყოდი, იმიტომ, რომ ის ხალხი, სიმართლე რომ ვთქვათ, ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება ასე გავწიროთ ვიღაცების გაუაზრებელი მითითებებით... მე ასე მწამს, რომ ის ხალხი თავის საქმეში სიმართლეს ემსახურებოდნენ. შეიძლება ვცდები, მაგრამ სიმართლეს დაამტკიცებს დრო", - თქვა მიტროპოლიტმა.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG