Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა სადირ ჯაფაროვი


სადირ ჯაფაროვი
სადირ ჯაფაროვი

ყირგიზეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა სადირ ჯაფაროვი. ეს მოხდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან ათ დღეში. სულ ახლახან ჯაფაროვი ციხეში იჯდა 2013 წელს მიტინგების მოწყობისა და მძევლის აყვანის ბრალდებით. მაგრამ ამჟამინდელი საპროტესტო გამოსვლებისას, რომლებიც 5 ოქტომბერს დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დემონსტრანტებმა მის გათავისუფლებას მიაღწიეს.

ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ადრე განაცხადა, რომ პოლიტიკოსისთვის არ გამოუტანია გამამართლებელი განაჩენი და საქმე ხელახალი განხილვისთვის გააგზავნა. კანონის მიხედვით, ნასამართლებ პირს არა აქვს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლება. მაგრამ დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა პარლამენტს მოუწოდა, კენჭი უყაროს ჯაფაროვს „ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციისთვის“. პრემიერის თანამდებობაზე სხვა კანდიდატებს არ განიხილავდნენ, ვინაიდან ოპოზიციამ ვერ მოახერხა ერთიანი კანდიდატის შესახებ შეთანხმება.

ჯაფაროვი დროებითი პრემიერ-მინისტრი იქნება. ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 6 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. პრეზიდენტმა ჟეენბეკოვმა პირობა დადო, რომ არჩევნების შემდეგ გადადგება.

5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები და არეულობა დაიწყო. დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი. დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო ვითარება გამოცხადდა, ქალაქში შეიყვანეს ჯარები და სამხედრო ტექნიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG