Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაარსდა პატრიარქის ფონდი „მოწყალე სამარიტელი“


დეკანოზი შალვა კეკელია
დეკანოზი შალვა კეკელია

საპატრიარქოს ცნობით, დაარსდა ა(ა)იპ „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი მოწყალე სამარიტელი“. ფონდში თანხის შეტანა შესაძლებელია, როგორც ქართული, ისე უცხოური ვალუტით.

პატრიარქ ილია მეორის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ წევრობაზე დაფუძნებული ფონდი შეიქმნა საქველმოქმედო მიზნებით, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად, გაჭირვებული ადამიანების დახმარებისთვის. ყოველთვიური საწევრო შესატანი განისაზღვრა ერთი ლარით.

პატრიარქის ბრძანებით, ფონდის გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა დეკანოზი შალვა კეკელია; ფონდის აღმასრულებელ დირექტორად - არქიმანდრიტი იოანე (ლევან მჭედლიშვილი).

ფონდის გამგეობის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს დაევალა ფონდის სახსრების განკარგვა. მათივე ვალდებულებაა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 2014 წლის ანგარიშის თანახმად, საპატრიარქოს იმ დროისთვის სულ მცირე 16 ფონდი აქვს დარეგისტრირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG