Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22 საათამდე იმუშავებენ


თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებების მუშაობა 22 საათამდე იქნება ნებადართული. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვა ძალაში 16 ოქტომბრიდან შევა:

„ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს მხოლოდ და მხოლოდ იმ შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 366 თბილისშია დადასტურებული, 286 აჭარაში და 104 იმერეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG