Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID - 19-ის გავრცელების წინააღმდეგ წესების დაცვას პატრული მეტროსადგურებთან ამოწმებს


შსს-ს ცნობით, თბილისში ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელი და გამომსვლელი პირების მიერ პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას ააკონტროლებს. COVID - 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით პოლიცია მოქმედებს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

საქართველოში კორონავირუსის 14 440 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 7 367, გარდაიცვალა 113 ადამიანი.

XS
SM
MD
LG