Accessibility links

სავაჭრო ცენტრმა "საბამ" და მისმა მფლობელმა "ქართულ ოცნებას" 130 ათასი შესწირა


სავაჭრო ცენტრმა "საბამ" და მისმა მფლობელმა "ქართულ ოცნებას" 130 ათასი ლარი შესწირა​. შემოწირულება 8-დღიანი ინტერვალით გაკეთდა.

შპს "საბა და ლუკამ" მმართველ პარტიას 70 ათასი ლარი 13 ოქტომბერს შესწირა, დაახლოებით 1 კვირით ადრე, 5 ოქტომბერს კი, ამ კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელმა და დირექტორმა, პაატა კაჭარავამ - 60 ათასი ლარი.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, წინა წლებისგან განსხვავებით, კომპანიები პოლიტიკურ პარტიებს ნაკლებად სწირავენ. სავაჭრო ცენტრი "საბა" ამ რამდენიმე გამონაკლისს შორის ერთ-ერთია.

"რა თქვენი საქმეა, რა იყო მიზეზი. მინდოდა და შევწირე. რა ვალდებული ვარ, გიპასუხოთ. თქვენი საქმე არაა და არავინ გეკითხებათ", - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა კაჭარავამ.

სავაჭრო ცენტრი "საბა" იმ სავაჭრო ცენტრებს შორისაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაჩენილმა ხანძარმა დააზარალა. 2013 წლის თებერვალში გაჩენილმა ხანძარმა 6 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 100-ზე მეტი ავეჯის მაღაზია გაანადგურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG