Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Le Figaro: საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, დამნაშავეობრივ ჯგუფში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს


საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი მიესალმება ლიბიის მმართველ მუამარ კადაფის ელისეს სასახლეში, 2007 წლის 10 დეკემბერი.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი მიესალმება ლიბიის მმართველ მუამარ კადაფის ელისეს სასახლეში, 2007 წლის 10 დეკემბერი.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის წაუყენეს ბრალდება დამნაშავეობრივ ჯგუფში მონაწილეობის შესახებ, იტყობინება საფრანგეთის Le Figaro, რომელიც იმოწმებს მთავარ სახელმწიფო ფინანსურ პროკურორს.

პოლიტიკოსს ბრალად ედება, რომ ფული აიღო წინასაარჩევნო კამპანიისთვის ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფისგან. ადრე სარკოზის ამ საქმეზე უკვე წარუდგინეს ბრალდება კორუფციის მუხლით.

სარკოზიზე ეჭვი მიიტანეს, რომ 50 მილიონი ევრო მიიღო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის 2007 წელს.

ამ არჩევნებში სარკოზიმ გაიმარჯვა. მეორე ტურში მან აჯობა სოციალისტური პარტიის კანდიდატს, მარი-სეგოლენ რუაიალს.

2018 წელს სარკოზის უკვე წარუდგინეს ბრალდებები, რომლებსაც ის კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ კადაფისა და მისი გარემოცვის ნათქვამს.

16 ოქტომბერს მან ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომელშიც კვლავ უარყოფს ბრალდებებს და წერს, რომ „ვიცი, სიმართლე ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს“.

კადაფი ლიბიის მმართველი გახდა 1969 წელს, როცა სამხედრო გადატრიალების გზით დაამხო მეფე იდრის პირველი.

2011 წელს კადაფი სამოქალაქო ომის დროს მოკლეს. მეამბოხეებს მხარს უჭერდა საფრანგეთის არმიაც, რომლის მთავარსარდალი იყო პრეზიდენტი სარკოზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG