Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ოთარ კიტეიშვილის გარეშე ითამაშებს


საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ოთარი კიტეიშვილი ფეხის ტრავმის გამო, მინიმუმ თვე-ნახევარი ვერ შეძლებს თამაშს. ავსტრიის „შტურმის“ ქართველ ლეგიონერს საკლუბოსთან ერთად, ნოემბრის სანაკრებო მატჩებიც გაუცდება.

კიტეიშვილი 14 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგაზე, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის საწყის წუთებზე დაშავდა და მინდვრის დატოვება მოუხდა. დღეს კი, „შტურმის“ ოფიციალურმა ვებსაიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს კუნთი აქვს გაწყვეტილი და დაახლოებით ექვს კვირაში განაახლებს ვარჯიშს.

12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თბილისში, „დინამოარენაზე“ უმნიშვნელოვანესი თამაში ელის - ისევ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ოღონდ ამჯერად შეხვედრის შედეგს გაცილებით დიდი ფასი ექნება. გამარჯვებული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ოთარ კიტეიშვილი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია და სავარაუდოდ, 12 ნოემბერსაც გავიდოდა მინდორზე. თუმცა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ევროპირველობის საგზურისთვის მის გარეშე იბრძოლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG