Accessibility links

სოციალ-დემოკრატი მარინა მუსხელიშვილი ამბობს, რომ პარტიას სხვისი მიცემული ფული შესწირა


სოციალ-დემოკრატიული პარტიის მე-3 ნომერი, მარინა მუსხელიშვილი ამბობს, რომ საკუთარ პარტიას სხვისი მიცემული ფული შესწირა. მან პარტიას 40 ათასი ლარი 19 აგვისტოს შესწირა. ინფორმაცია და მუსხელიშვილთან ინტერვიუს ფრაგმენტი kavshirebi.ge-მ გამოაქვეყნა.

"მე თვითონ შევიტანე, მაგრამ ეს არის ფული, რომელიც იყო სპეციალურად არჩევნებისთვის მოზიდული. პრინციპში, ჩემი ნათესავების, ჩემი ამხანაგების, ჩემი ფული და ასე შემდეგ", - განაცხადა მუსხელიშვილმა.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის მიხედვით (მუხლი 27), აკრძალულია სხვის ნაცვლად პარტიისთვის თანხის შეწირვა. ამ რეგულაციის დარღვევისთვის შეწირული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება, სამართალდამრღვევს კი სანქცია ეკისრება.

მუსხელიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროსაც დაადასტურა, რომ მას მისი მეგობრები და ახლობლები დაეხმარნენ, როგორც პარტიის წევრს.

"მე მჭირდება ფული არჩევნებში მონაწილეობისთვის, ჩემი მეგობრები და ნათესავები მეხმარებიან. ვერ ვხედავ აქ კანონდარღვევას... ეს არ არის უცხო ხალხი, რომელიც ჩემი ხელით ფულს ათეთრებდეს", - თქვა მუსხელიშვილმა​.

აუდიტის სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ შემომწირველების შესახებ პირი ვალდებულია, წყაროები დაასახელოს და დოკუმენტურად დაასაბუთოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG