Accessibility links

"ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის განცხადებით, მათ ახალუბანში "ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში „ქართული ოცნებისა" და „ევროპული საქართველოს" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ახალუბანში წინასაარჩევნო კარდაკარის შემოვლის დროს, თავს 15-მდე ახალგაზრდა დაესხა. მათი თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეთერ ჯალაღანიამ მათი პარტიის კანდიდატის პლაკატზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატის გადაკვრის ფაქტის დაფიქსირება სცადა. „ევროპული საქართველოს" გორის ოფისში დღეს ბრიფინგიც გაიმართა, სადაც კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა და პარტიის გორის ოფისის წარმომადგენელმა, ეთერ ჯალაღანიამ ინციდენტის დეტალებზე ისაუბრეს.

„მომვარდნენ, ყელში წამიჭირეს, სათვალე დამიმტვრიეს. კარდაკარზე დავდიოდით და კედელზე ჩვენი კანდიდატის პლაკატზე ხოჯევანიშვილის პლაკატი შევამჩნიე. [პლაკატის] კუთხე ავწიე. რომ დამეფიქსირებინა ეს ფაქტი და სიტუაცია ამის შემდეგ დაიძაბა", - აღნიშნა ეთერ ჯალაღანიამ. მისი თქმით, ნასვამი ახალგაზრდები მათ ფიზიკურადაც შეეხნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG