Accessibility links

ახალი თავდასხმები და ურთიერთბრალდება კიდევ უფრო ასუსტებს იმედს, რომ მთიანი ყარაბაღის გამო საბრძოლო მოქმედებები შეწყდება


0

16 ოქტომბერს აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო იტყობინებიან, რომ ახალი შეტაკებები მოხდა, რაც იმის ნიშანია, რომ განახლებული კონფლიქტის დასრულება, რომელსაც ასობით ადამიანი შეეწირა, გამოწვევების წინაშეა, მიუხედავად იმისა, რომ 10 ოქტომბერს რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა.

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ახალი შეტაკებების დაწყებაში.

ორივე მხარე ამტკიცებს, რომ წარმატებას მიაღწიეს საბრძოლო მოქმედებებში. არსებობს შიში, რომ გაგრძელებულ დაპირისპირებაში შეიძლება ჩაერთონ თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანს უმაგრებს ზურგს, და რუსეთი, რომელიც სომხეთის უშიშროების გარანტს წარმოადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკრიტიკა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩარევა. მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთში, ძალიან სახიფათოა.

„ახლა გვყავს თურქეთი, რომელიც ჩაერია ვითარებაში და რესურსები მიაწოდა აზერბაიჯანს, რითიც გაიზარდა რისკი და სამხედრო ძალა, რომელიც გვაქვს ამ ისტორიულ ბრძოლაში ტერიტორიისთვის სახელად მთიანი ყარაბაღი, პატარა ტერიტორიისთვის 150 ათასამდე მოსახლეობით,“ განაცხადა პომპეომ 15 ოქტომბერს აშშ-ის ერთ-ერთი ტელეარხისთვის გაკეთებულ კომენტარში.

მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მოლაპარაკებებით და არა შეიარაღებული კონფლიქტით და, მით უმეტეს, მესამე ქვეყნების ჩარევით, „რომლებიც მზად არიან საკუთარი სამხედრო ძალის მიწოდებისთვის.“

16 ოქტომბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანს ბრალად დასდო აზერბაიჯანის ავტონომიურ ანკლავზე, ნახიჩევანზე თავდასხმაში, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. სომხეთმა უარყო, რომ ასეთი თავდასხმა განახორციელა.

ამის ფონზე, რუსეთი აცხადებს, რომ სამხედრო მანევრები, რომელიც მისმა სამხედრო-საზღვაო ფრონტმა დაიწყო კასპიის ზღვაში, ბაქოსთან ახლოს, არ წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG