Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულ ოცნებაში" უპასუხეს „ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციას


მიხეილ გოგინაშვილი
მიხეილ გოგინაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მომხდარი ინციდენტის შესახებ „ქართული ოცნების" შტაბში ილაპარაკეს. შტაბის უფროსის, მიხეილ გოგინაშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ადგილობრივებს იარაღით დაემუქრნენ.

„ეს ფაქტი იყო „ევროპული საქართველოს" მიერ ინიცირებული. ახალუბანში მათ „ქართული ოცნების" პლაკატების ჩამოხევა და საკუთარი პლაკატების გაკვრა სცადეს, რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. შედეგად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ადგილობრივს", - აცხადებს მიხეილ გოგინაშვილი. ის პოლიციას გამოძიების ჩატარებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დღეს, 16 ოქტომბერს, „ევროპული საქართველოს" ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ახალუბანში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს „ევროპული საქართველოს" შტაბის უფროსის, ეთერ ჯალაღანიას თქმით, კარდაკარის დროს, ქალებს ხელით შეეხნენ.

„დავინახეთ, რომ ჩვენს პლაკატებზე ხოჯევანიშვილის პლაკატები („ქართული ოცნების“ კანდიდატი) იყო გადაკრული და შევეცადეთ მის დაფიქსირებას. შორიახლოს გარკვეული პირები ქეიფობდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. არ გვაძლევდნენ ფაქტის დაფიქსირების საშუალებას, ტელეფონსაც გვართმევდნენ. გვაქვს გარკვეული კადრები. იძულებულნი გავხდით გავრიდებოდით სიტუაციას, თან ჩვენს გუნდში გოგონებიც იყვნენ", - ამბობს ეთერ ჯალაღანია.

„დამარტყმა ერთ-ერთმა ადამიანმა. სულ ყველანი წამოიშალნენ. ვფიქრობ, რომ დარიგებულნი იყვნენ, გაფრთხილებულნი იყვნენ და დაავლეს ქვებს ხელი და გამოგვეკიდნენ. სულ რამდენიმე წუთის ჩავლილი იყო პოლიცია. ვყვიროდით, სად არის პოლიცია. სხვებიც ყვიროდნენ, ქალები, კაცები", - ამბობს ეთერ ჯალაღანია. იგი „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებზე თავდასხმაში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებს ადანაშაულებს.

ახალუბნის ინციდენტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG