Accessibility links

logo-print logo-print

პარიზის პოლიციამ მოკლა პირი, რომელიც მასწავლებლისთვის ყელის გამოჭრაშია ეჭვმიტანილი


საფრანგეთის პოლიციის ცნობით, მისმა თანამშრომლებმა დაცხრილეს პირი, რომელსაც, მათი აზრით, მოკლა ქუჩაში საშუალო სკოლის მასწავლებელი, ყელი გამოჭრა მას, პარიზის გარეუბანში, 16 ოქტომბერს.

პოლიციაში წყარო იტყობინება, რომ მასწავლებელმა ბავშვებს უჩვენა წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურა, რასაც ზოგიერთი მაჰმადიანი მკრეხელობად მიიჩნევს. საფრანგეთის ტერორიზმთან ბრძოლის პროკურატურის თანახმად, თავდასხმას იძიებენ.

ცნობაში ეწერა, რომ პარიზის გარეუბან კონფლან-სენ-ონორინში დაზარალებულს თავი მოკვეთეს. თუმცა პოლიციამ ეს ცნობა არ დაადასტურა.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციის პატრულმა თავდასხმის ადგილთან ახლოს შეამჩნია დანით ხელში.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, პოლიციამ ეჭვმიტანილი დაცხრილა.

ბოლო წლებში საფრანგეთში რამდენიმე სასტიკი თავდასხმა მოხდა ისლამისტების მხრიდან.

გასული თვის ბოლოს, პირმა, რომელიც პაკისტანელი ემიგრანტია, დანით დაჭრა ორი პირი, ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს ყოფილ ოფისთან.

Charlie Hebdo-ს თანამშრომლები ისლამისტი მებრძოლების სამიზნე გახდნენ. მათ სატირული გამოცემის ოფისზე მიიტანეს იერიში და თანამშრომლები დახოცეს ხუთი წლის წინ ჟურნალის მიერ კარიკატურის გამოქვეყნების გამო შურისძიების ნიშნად, რადგან თავდამსხმელებმა კარიკატურები მკრეხელობად მიიჩნეს. ამ თავდასხმის შედეგად დაიხოცა 12 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი, რომელმაც სროლას უპასუხა და დაიჭრა 11 ადამიანი. ოთხი დღის შემდეგ საფრანგეთის ორი მილიონი მოქალაქე გავიდა ქუჩებში ერთიანობის დემონსტრაციაზე.

ათი თვის შემდეგ, 2015 წლის შემდეგ, ტერორისტი-თვითმკვლელების კოორდინირებული თავდასხმა მოხდა პარიზის და მიმდებარე არეალების გასართობ ცენტრებზე, როცა 130 ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთში ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG