Accessibility links

მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ჩაიშალა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო


ჯაჭვლიანის საქმიანობით უკმაყოფილო სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა აქამდეც არაერთხელ მოითხოვეს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა.

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ხმაურის გამო შეწყდა. ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს მკლავჭიდელების ნაწილი და ნაკრების მწვრთნელები დაუპირისპირდნენ.

სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ მიმდინარე სხდომაზე დასწრების მსურველ სპორტსმენებს დაცვის სამსახურმა დარბაზში შესვლის უფლება არ მისცა. მკლავჭიდელების განცხადებით, დაცვას მათი შეჩერება ფედერაციის პრეზიდენტმა დაავალა. საბოლოოდ, მკლავჭიდელები მაინც შევიდნენ სხდომაზე და სოსო ჯაჭვლიანის გადადგომა მოითხოვეს. თვითმხილველთა განცხადებით, მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და გამგეობის სხდომის გაგრძელება ვეღარ მოხერხდა.

მკლავჭიდში შიდა დაპირისპირება უკვე წლებს ითვლის. ჯაჭვლიანის საქმიანობით უკმაყოფილო სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა აქამდეც არაერთხელ მოითხოვეს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა. შარშან თებერვალში კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა ერეკლე გურჩიანმა სოსო ჯაჭვლიანი სავარჯიშო დარბაზის გაქურდვაში დაადანაშაულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG