Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა


საქართველოს პარლამენტის წევრსა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის 24-ე ნომერს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მან ამის შესახებ თავად გაავრცელა და ფეისბუკზე დაწერა.

"მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია... კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებს"​, - აღნიშნავს წილოსანი.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 1 186 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 469 შემთხვევა თბილისიდანაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG