Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნების თარიღი არ გადაიდება. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, 31 ოქტომბერს ჩატარდება.

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ პროცესებს და არჩევნებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის", - თქვა გახარიამ.

მისივე განმარტებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნები ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება ამომრჩევლისთვის, ვიდრე ის სავაჭრო ცენტრები, სადაც ისინი ყოველდღიურად შეიძლება დადიოდნენ.

ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1 000-ს მიუახლოვდა და გადააჭარბა. სწორედ ამ მიზეზით პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის, "ლელოს" მაჟორიტარი კანდიდატი, ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე მსჯელობისთვის პარლამენტში შეკრების ინიციატივით გამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG