Accessibility links

site logo site logo

ნინო ლომჯარია: მოსახლეობისთვის არ არის ნათელი კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის წესები


საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კოვიდინფიცირებულების პრეტენზიების საფუძველზე აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები. ომბუდსმენი მთავრობასა და შესაბამის უწყებებს რეკომენდაციებით მიმართავს.

  • მოსახლეობას განუმარტონ, კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება;
  • გასცენ პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს მანამ, სანამ ექიმი დაუკავშირდება.

საქართველოში კოვიდსტატისტიკის გაუარესების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ ინფიცირებულთა შინ მოვლის სისტემა აამოქმედა. უწყება განმარტავს, რომ კლინიკებში აღარ ტოვებს იმ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი მსუბუქი ფორმებით აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG