Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის თქმით, ყოველთვის მნიშვნელოვანია, გარანტირებული იყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმიანობა კიდევ უფრო გართულებულია კოვიდპანდემიის ფონზე. ელჩმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა, ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტებისადმი მოპყრობას:

„გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხშირად მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ელჩთან შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც USAID-ის მეშვეობით თანამშრომლობენ აშშ-ის მთავრობასთან, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში ლეგიტიმური და სანდო საპარლამენტო არჩევნების გამართვას.

XS
SM
MD
LG