Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს


რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები, სხვა ქვეყნებზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების ბრალდებით. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა შორის მოხვდა კიბერშეტევა 2018 წელს, პიონჩანგში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, რომელიც ამერიკულ და ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა, წლეულს კიბერთავდამსხმელების მიზანი ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩაშლა იყო.

დოპინგთან დაკავშირებული სკანდალების სიმრავლის გამო, რუსეთის სპორტული დელეგაცია პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური დროშის ქვეშ, ნეიტრალური სტატუსით გამოვიდა. ასევე მოხდება ტოკიოს ოლიმპიადაზეც, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის ივლის-აგვისტოში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG