Accessibility links

ადგილობრივების ცნობით, დმანისში „ოცნების" ოფისში დაპირისპირება იყო - დაჭრილია 3 ადამიანი


რადიო თავისუფლებას დმანისის მცხოვრებლებმა შეატყობინეს, რომ ინციდენტი მოხდა 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე „ქართული ოცნების“ შტაბში, შელაპარაკების დროს. მათივე ინფორმაციით, სამი ადამიანი არის დაჭრილი, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან.

შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 236-ე და 117-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. შს სამინისტროდან არ დააკონკრეტეს დაკავებულია თუ არა ბრალდებული. „ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაცია კომენტარს არ აკეთებს.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ოფისთან გაისროლეს, რის შედეგადაც ადამიანები დაიჭრნენ. მან მომხდარს „მძიმე პროვოკაცია“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG