Accessibility links

რომის პაპი მხარს უჭერს ჰომოსექსუალი წყვილების სამოქალაქო კავშირს


რომის პაპი ფრანცისკეს განცხადებით, უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალ წყვილებს სამოქალაქო კავშირში ყოფნის უფლებას მისცემს. ამის შესახებ მან ისაუბრა ახალ დოკუმენტურ ფილმში Francesco, რომელიც გადაიღო ამჟამად აშშ-ში მცხოვრებმა რუსული წარმოშობის კინორეჟისორმა ევგენი აფინეევსკიმ. ფილმის პრემიერა რომის კინოფესტივალზე შედგა.

"ჰომოსექსუალ ადამიანებს აქვთ უფლება ჰყავდეთ ოჯახი. ისინი ღმერთის შვილები არიან. გარიყული არავინ უნდა იყოს. ჩვენ უნდა შევქმნათ სამოქალაქო კავშირის კანონი, რომელიც მათ დაიცავს. მე ამას მხარს ვუჭერ" - განაცხადა პაპმა ფრანსიკემ.

ფრანცისკე, რომელიც 2013 წელს გახდა პაპი, რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი წინამძღვარია, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას. ადრე ის ამბობდა, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და კაცს შორის უნდა ხდებოდეს.

ერთი და იმავე სქესის ადამიანთა სქესობრივი ურთიერთობა, კათოლიკური დოქტრინით, „გადახრად“ ითვლება. 2003 წელს ვატიკანის რწმენის დოქტრინის კონგრეგაციამ განაცხადა, რომ „ჰომოსექსუალი პირების მიმართ პატივისცემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს ჰომოსექსუალური ქცევის მოწონებას ან ჰომოსექსუალური კავშირების იურიდიულ აღიარებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG