Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამტაცებელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა


„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალიდან გატაცებული მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, გამტაცებელმა გაათავისუფლა.

უკვე ყოფილმა მძეველმა ლაშა შენგელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. შენგელია ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. ის ადასტურებს, რომ გამტაცებელს ხელყუმბარა ჰქონდა. ლაშა შენგელიას ინფორმაციით, გამტაცებელი მიიმალა.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა ერთ-ერთ მძევალს „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა, 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.

რამდენიმე საათში გამტაცებელმა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა ბანკი და ავტომანქანით გაემგზავრა. მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც გამტაცებელს საკუთარი ნებით გაჰყვა.

რამდენიმე წუთით ადრე კი ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეიბუკზე" დაწერა, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა გამტაცებელთან ფული მიიტანა.

ბოლო სამი მძევლის გამოშვებამდე შსს აცხადებდა, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG