Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში 32-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა და კიდევ ერთი პაციენტის, 71 წლის კაცის გარდაცვალება დაადასტურა.

ამავე შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით მყოფი 124 პაციენტიდან 30-ის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულებს სტაციონარულად მკურნალობენ მხოლოდ გუდაუთის საავადმყოფოში.

სააგენტო „აფსნიპრესი“ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ გუდაუთის კლინიკის მედიკოსების დასახმარებლად რუსეთიდან, კერძოდ ბაშკირეთიდან სამი კვირის წინ ჩასული 6 ექიმი შეცვალა მოსკოველი და კალინინგრადელი ექიმების და ექთნების 12-წევრიანმა ჯგუფმა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სოხუმის პანსიონატ „აიტარის“ ტერიტორიაზე გაიხსნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი, სადაც ამჟამად 10 პაციენტი იმყოფება.

აპრილიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 3172 შემთხვევა. მათგან 1278 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 32 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG