Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს წევრობაზე ეიმი კონი ბარეტის კანდიდატურას


ეიმი კონი ბარეტი
ეიმი კონი ბარეტი

აშშ-ის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა კენჭისყრით მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატს უზენაესი სასამართლოს წევრობაზე, ეიმი კონი ბარეტს. კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა და დანარჩენმა 11-მა რესპუბლიკელმა 22 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს ბარეტის საკითხზე მთელი სენატის შემადგენლობით კენჭისყრის გამართვას.

კომიტეტში ბარეტს კენჭისყრაში მონაწილე ყველა სენატორმა დაუჭირა მხარი, ვინაიდან დემოკრატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მოსმენას. მათი თქმით, ნომინაცია და მოსმენები „თავიდანვე ფიქტიური პროცესი იყო.“

დემოკრატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბარეტს, ფედერალური საკასაციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც ქვეყნის კონსერვატორი ქრისტიანების ფავორიტია. თუკი ბარეტი დაამტკიცეს, უზენაეს სასამართლოში თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზრდება კონსერვატიული უმრავლესობის სასარგებლოდ 6-3, რამაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს უზენაესი სასამართლოს იდეოლოგიური მიმართულების ცვლილება ათწლეულების განმავლობაში.

მაგრამ დემოკრატებს არ ძალუძთ სრულ სენატში მისი დამტკიცებისთვის ხელის შეშლა, ვინაიდან თანაფარდობა 53-47 არის რესპუბლიკელების სასარგებლოდ. სენატში კენჭისყრა 26 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG