Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა ჯანდაცვის მინისტრს რესტორანში პირბადის გარეშე ყოფნისთვის


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა, 23 ოქტომბერს, თანამდებობის დატოვება მოსთხოვა ჯანდაცვის მინისტრ რომან პრიმულას და მასთან ერთად მმართველი პარტია „ანოს“ თავმჯდომარეს, იაროსლავ ფალტინეკს.

ასეთი შედეგი მოჰყვა სკანდალს, რომელშიც ეს პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ გახვეული.
ჩეხური ტაბოლიდის Blesk-ის ჟურნალისტებმა პრიმულას და ფალტინეკს იმ დროს გადაუღეს ფოტოები, როდესაც ისინი პრაღის ერთ-ერთ რესტორანში ხვდებოდნენ ერთმანეთს პირბადის გარეშე.

თანაც, საგანგებო წესებით, ღამის იმ საათებში რესტორანი დახურული უნდა ყოფილიყო.

რომან პრიმულა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ერთი თვის წინ დაინიშნა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდსიტუაციის გამო თანამდებობა დატოვა მისმა წინამორბედმა, ადამ ვოიტეხმა.

ჩეხური მედიის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ბაბიში რამდენიმე საათში შესთავაზებს ახალი ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურას ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პრიმულას თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

ჩეხეთში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტემპით, ხუთშაბათს ქვეყნის მასშტაბით შემოიღეს მკაცრი საკარანტინო ზომები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG