Accessibility links

site logo site logo

ავჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო


თბილისში, ავჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ორი - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით და 108-ე მუხლით, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით.

ავჭალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა მელიამ გაავრცელა. ფეისბუკში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მანქანაში მჯდომ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლეს. მსროლელი კი მიიმალა. გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG