Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა


დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ბიულეტენები იბეჭდება საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის.

ცესკოს თანახმად, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი.

საერთო ჯამში, თბილისის 7 სტამბაში 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის - 219 800, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ჯამში - 584 000 ბიულეტენი, - განმარტავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კომისიის თანახმად, ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც: ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხური - 135 საარჩევნო უბანს.

საბოლოო მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 526 022 ამომრჩეველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG