"საარჩევნო სუბიექტებმა 1-ლი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემოსავლის სახით მიიღეს 23 846 652 ლარი" - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშში.
პოლიტიკური პარტიები შემოსავლებს ორი ძირითადი წყაროდან იღებენ - შემოწირულებებიდან და ბიუჯეტიდან.
პარტიების მიხედვით ეს შემოსავლები ასე განაწილდა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ - ჯამური შემოსავალია 10 355 212 ლარი. აქედან საბიუჯეტო შემოსავალია 215 505 ლარი, ხოლო შემოწირულობა - 10 139 707 ლარი.
„ლელო საქართველოსთვის“ - ჯამური შემოსავალი: 2 599 290 ლარია და ეს თანხა სრულად შემოწირულობაა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ჯამური შემოსავალია 2 432 831 ლარი. აქედან 103 687 ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა. ხოლო 2 295 309 ლარი შემოწირულობა.
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ - ჯამური შემოსავალი 2 042 318 ლარია. აქედან 26 813 საბიუჯეტო დაფინანსებაა, ხოლო 2 015 505 ლარი შემოწირულობა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - ჯამური შემოსავალი არის 2 034 847 ლარი. აქედან 148 001 ლარი საბიუჯეტო დაფინანსებაა, ხოლო 1 886 805 ლარი შემოწირულობა.
„ევროპული საქართველოს“ - ჯამური შემოსავალი შეადგენს 1 773 699 ლარს, აქედან 107 387 ლარი ბიუჯეტის ფულია, 1 646 295 ლარი კი შემოწირულობა.
დეტალური სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დაწერეთ კომენტარი