Accessibility links

ეკატერინე ტიკარაძე: ამოწურვადი საექიმო რესურსია და არა საწოლები ან სასუნთქი აპარატები


ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული წესების დაცვა განსაზღვრავს პანდემიის გავრცელების პიკსაც.

„ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან ყველა ის წესი, რომელსაც ეპიდომიოლოგები გვირჩევენ. პირბადეეების ინტენსიური გამოყენება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, ჰიგიენა და სოციალური დისტანცირება. სწორედ ყოველივე ეს განსაზღვრავს შემდგომი პერიოდის რიცხვს, თუ რა იქნება გავრცელების პიკი“, - განაცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ სექტორი მაქსიმალურად მომზადებულია, მაგრამ, მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და სასუნთქი აპარატების რიცხვი, არამედ საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია.

„სწორედ ამის გამო არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ყველა ის ზომა დავიცვათ, რომელიც პანდემიის პერიოდშია მოწოდებული“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა პაციენტების მისაღებად მზად არის.

„ჩვენ ვდგამთ ყველა იმ საჭირო ნაბიჯს, რითაც ჯანდაცვის სისტემა არის მომზადებული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტები იმ სამ სხვადასხვა დონეზე, რომლებიც ჩვენ დავანაწილეთ. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ ოჯახის ექიმის ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, კოვიდსასტუმროებს, სადაც ჩვენი მოქალაქეები გადიან მკურნალობას იმ საავადმყოფოების ექიმების მხრიდან, რომლებიც კოვიდსასტუმროებში არიან დაკონტრაქტებული და ასევე, ვგულისხმობთ თვითონ კლინიკებს, რომლებიც დღესდღეობით განსაზღვრულია, როგორც კოვიდკლინიკები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG