Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას“ - ლეიბორისტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ


რამდენიმე საათის წინ ხმაური იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა გამართებს აქცია ლოზუნგით „არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას“.

მათ სურდათ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა, რაზეც უარი მიიღეს, შემდეგ კი სამინისტროს წინ კარვის გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ხმაურიც ამას მოჰყვა.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ და ასე განაგრძეს პროტესტის გამოხატვა. ისინი მოითხოვენ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას 1000-ლარიანი კომპენსაციით, მათთვის პირბადეების დარიგებას და სეზონური ვირუსების ვაქცინით მათ უზრუნველყოფას.

„ტოტალური უკონტროლობის ფონზე, სახელმწიფო არაფერს აკეთებს ეპიდემიის შესაჩერებლად და ვხედავთ, რომ საქართველომ მსოფლიო რეკორდები მოხსნა. ერთ კვირაა არჩევნებამდე, მაგრამ ამ ერთ კვირაში ივანიშვილის უპასუხისმგებლობამ და გულგრილობამ შეიძლება ათასობით ადამიანი შეიწიროს. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, უფასო პირბადეები მოსახლეობას! უფასო ვაქცინაცია მოსახლეობის 60%-ს მაინც, ასევე მოვითხოვთ წამლის ფასების განახევრებას ეპიდემიის პერიოდში“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროსთან რჩებიან და სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG