Accessibility links

ქუთაისის N59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს COVID-19 დაუდასტურდა


ქუთაისის N59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტი მკურნალობის კურსს ინფექციური პათოლოგიების კლინიკა "ლჯ და კომპანიში" გადის.

მისი მდგომარეობა საშუალო სირთულისაა. ვირუსი დაუდასტურდა ასევე საარჩევნო კომისიის კიდევ ერთ წევრს, რომელიც ბინაზე მკურნალობს.

ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივანი, ლარინა ლალიაშვილი ამბობს, რომ ადგილზე ყველა ზომაა მიღებული წინასაარჩევნო სამუშაოების ჩასატარებლად. მისივე თქმით, არჩევნების დღეს, კომისია ყველა წესის დაცვით იმუშავებს და იმედოვნებენ, რომ პრობლემები არ შეიქმნება.

იმერეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 245 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG