Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ორშაბათს ძალაში შევა ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ორშაბათს დილით ძალაში შევა ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მოლაპარაკებები გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა ოქტომბერში უკვე ორჯერ მიაღწიეს საზავო შეთანხმებებს, მაგრამ მათ არ იცავდნენ.

კვირას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ აიღო ქალაქი გუბადლი (კუბათლი).

თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება 1990-იანი წლების დამდეგიდან სომხური ძალების კონტროლქვეშ მოქცეული აზერბაიჯანის მეოთხე რაიონული ცენტრი, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დაბრუნდა სექტემბრის ბოლოს დაწყებული ბრძოლების შედეგად. ყველა ეს რაიონული ცენტრი თავად მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიის გარეთ მდებარეობს.

XS
SM
MD
LG