Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები კოვიდის მართვაში ჩაერთვებიან


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები სწრაფი კურსის ფარგლებში გადამზადდებიან, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი საჭიროების შემთხვევაში კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში ჩასართავად, ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

„მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს, ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ 1 კვირაში უკვე გვექნება ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ექიმებს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1872 პირი დაინფიცირდა და სულ აღრიცხულია 30 303 შემთხვევა. ამავე პერიოდში განიკურნა 603 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 11 370. დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 215 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG