Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში COVID-19-ით გარდაიცვალა მეხუთე პაციენტი


ცხინვალი
ცხინვალი

27 ოქტომბერს, საღამოს, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ​მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ალა ჩოჩიევას თქმით, გარდაცვლილია 81 წლის ქალი, რომელიც დაბა კვაისაში ცხოვრობდა. მან სამედიცინო დახმარება გვიან მოითხოვა.

ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ გარდაცვლილი ქალი სახლის პირობებში თვითმკურნალობით იყო დაკავებული და სიკვდილის მიზეზი ორმხრივი პნევმონია გახდა, რაც კორონავირუსმა გამოიწვია. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთში ხუთამდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა. გარდაცვლილები არიან 83, 88, 47, 65 და 81 წლის მოქალაქეები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG