Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ისრაელთან დამარცხდა


ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრას საქართველოს ქალთა ნაკრები ისევ თბილისში გამართავს.
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრას საქართველოს ქალთა ნაკრები ისევ თბილისში გამართავს.

საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და წააგო ანგარიშით 1:2.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის მე-10 წუთზე ​ანგარიში ებრაელებმა გახსნეს კორალ ჰაზანის გოლით. 61-ე წუთზე კარი რაჰელ შტაინშნაიდერმა სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა, ათიოდ წუთში კი თეონა ბაქრაძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრას საქართველოს ქალთა ნაკრები ისევ თბილისში გამართავს 26 ნოემბერს მალტის ნაკრებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG