Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კორონავირუსისგან ერთ დღეში 346 კაცი გარდაიცვალა


რუსეთის მთავრობის საგანგებო შტაბის ცნობით, წუხელ ქვეყანაში ეპიდემიის განმავლობაში ერთ დღეში ყველაზე მეტი, 346 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კი 16202-ით გაიზარდა. ვირუსის გავრცელების მხრივ კვლავ პირველ ადგილზეა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი.

კორონავირუსის მეორე ტალღის შესაჩერებლად რუსეთის ხელისუფლებამ გაამკაცრა სანიტარიული მოთხოვნები და აკრძალა მასობრივი თავყრილობები. თუმცა ევროპის ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს ლოკდაუნის შემოღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG