Accessibility links

site logo site logo

ირანის პარლამენტის სპიკერს კორონავირუსი დაუდასტურდა


ირანის პარლამენტის სპიკერი თვითიზოლაციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა.

თავისი ავადმყოფობის შესახებ მოჰამად ბაღერ ღალიბავმა 28 ოქტომბერს ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომელშიც აღნიშნავს, რომ კარანტინში მყოფი აგრძელებს აქტიურ მუშაობას.


ირანი ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსით ყველაზე უფრო დაზიანებულ ქვეყნად ითვლება.


პანდემიის განმავლობაში ირანში პანდემია დაუდასტურდა 580000 კაცს. 33 000 პაციენტი გარდაიცვალა.

ირანის მთავრობამ რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა, ე.წ. ლოკდაუნი შემოიღო.

ხოლო დედაქალაქ თეირანში საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი მუშაობის დისტანციურ ფორმაზე გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG