Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის გამართვას გეგმავს


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თანახმად, არჩევნების დღეს 12 საათიდან „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის შენობის წინ თავისი აქტივისტების შეკრებას და მრავალათასიანი აქციის გამართვას აპირებს. როგორც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მამუკა მდინარაძემ, თბილისის მერიაში აქციის თაობაზე წერილია შესული:

"ეს ნიშნავს რომ ნაციონალური მოძრაობა არის სასოწარკვეთილების პიკში. მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ. შესაბამისად, მაშინ, როცა პოლიტიკური პარტიები, მათი აქტივისტები, მხარდამჭერები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის საარჩევნო პროცესში იქნება ჩართული, როგორც ჩანს, ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით, "ნაციონალური მოძრაობა" ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე, არეულობის შექმნაზე აკეთებს და სრული რესურსით ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ბლოკს - "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" აქცია თბილისში 29 ოქტომბერს აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ აღნიშნა პარტიის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG