Accessibility links

შსს განცხადებას აქვეყნებს ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შესახებ


გამოძიება დაიწყო ავტოავარიის ფაქტზე, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს პირველადი ინფორმაციით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

განცხადების თანახმად, 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ მიკროავტობუსი თბილისიდან ზუგდიდში მიდიოდა, მგზავრები კი თავისუფლების მოედანზე ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ.

ავტოავარიას გამოეხმაურა ისანში ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს მაჟორიტარი კანდიდატი ხატია დეკანოიძე.

„წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა.. ჩვენი გადასარევი ადამიანები, მხარდამჭერები დავკარგეთ.. გული მაქვს გაგლეჯილი", - წერს პოლიტიკოსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG