Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში გრიგოლ ვაშაძის ბანერები დააზიანეს


ქუთაისში დააზიანეს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ბანერები. ქალაქის ცენტრალურ უბანში განთავსებულ საარჩევნო შტაბთან ბანერები წითელი საღებავითაა გადახაზული, მიხატულია წითელი ვარსკვლავები და რუსულადაა მიწერილი - КГБ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის გრიგოლ შუშანიას განცხადებით, ოფისთან გამოკრული ბანერები, სავარაუდოდ, ღამით დააზიანეს, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ქალაქში არ იყვნენ:

„გამთენიისას დავბრუნდით ქალაქში და დილით ოფისი ვანდალურად დაზიანებული დაგვხვდა, უკვე მივმართეთ სამართალდამცავებს და დავრეკეთ 112-ში, აქვე ოფისთან არის ვიდეოკამერები და შეუძლიათ ამოიღონ ჩანაწერები“, - აცხადებს ის.

გრიგოლ შუშანია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარ და მერობის კანდიდატებს ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდებს.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა წინასაარცევნო პერიოდში ოპოზიციის ბანერები დააზიანეს. სხვადასხვა დროს დააზიანეს „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ძალა ერთობაშიას“ ბანერები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG