Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მონტენეგროს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა


 მიტროპოლიტი ამფილოხი
მიტროპოლიტი ამფილოხი

30 ოქტომბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა მონტენეგროს სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ამფილოხი. ამის შესახებ ოფიციალური ცნობა გაავრცელა სერბიის საპატრიარქომ, რომელშიც არაფერია ნათქვამი მიტროპოლიტის გარდაცვალების მიზეზებზე.


მანამდე, მონტენეგროს კლინიკური ცენტრიდან (KCCG) 29 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა ამფილოხის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.


ხანდაზმულ მიტროპოლიტს, რომელსაც ოქტომბრის დასაწყისში კორონავირუსი დაუდასტურდა, მწვავე ფილტვების ანთება განუვითარდა და ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო მიერთებული.


სერბული მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიური გაერთიანებაა მონტენეგროში. ქვეყანაში, რომელიც სერბეთს 10 წლის წინ გამოეყო, მოსახლეობის 75% მართლმადიდებლობის მიმდევარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG