Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში კორონავირუსის 22 შემთხვევა გამოვლინდა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლებსა და იზოლატორში მყოფ პირებს, სულ 22 ადამიანს, კორონავირუსი დადასტურდა.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე ინფორმაციით, სამ ინფიცირებულს პნევმონია აქვს.

ინფიცირებულები ჯავის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG