Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია - კობახიძეს: ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ


ნიკა მელია, ირაკლი კობახიძე
ნიკა მელია, ირაკლი კობახიძე

ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ, ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საარჩევნო სიის მესამე ნომრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

დღეს, 30 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში პროვოკაციები იგეგმება. კერძოდ, ირაკლი კობახიძე დამკვირვებლებს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დევი ჭანკოტაძეს, ნიკა მელიასა და დიმიტრი შაშკინს, რომელთაც, მისი თქმით, ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავთ მობილიზებული. მისი თქმით, ამ ეკიპაჟების ფორმით მობილიზებული ადამიანების რაოდენობა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეულია.

31 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG