Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრას 14 ადამიანი ემსხვერპლა


თურქეთში, ქალაქ იზმირში, ასევე საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მომხდარ მიწისძვრას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

დანგრეულია ასობით სახლი და სასტუმრო. ადგილებზე მუშაობენ მაშველები.

თურქეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, 12 დაიღუპა და 400-მდე დაშავდა იზმირში, ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

საბერძნეთის ოფიციალური ცნობით, ორი თინეიჯერია დაღუპული. რვამდე დაშავებული საავადმყოფოში წაიყვანეს.

მიწისძვრამ გამოიწვია მცირე ზომის ცუნამი და იზმირის, ასევე სამოსის ნავსადგური დაიტბორა.

აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის თანახმად, მიწისძრის სიმძლავრე იყო 7 ბალი. თურქული სამსახურის ცნობით, 6,6 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სამოსთან. საბერძნეთის შესაბამისი უწყება იტყობინება, რომ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე იყო 7,7 ბალი.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა იზმითში 1999 წელს, როცა დაღუპულთა რიცხვმა 17 ათასს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG