Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, არ დაუშინონ ცეცხლი სამოქალაქო ობიექტებს


ჟენევაში პირისპირ შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მოჰყავს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, ანა ნაგდალიანის მიერ ფეისბუკით გავრცელებული ცნობა, რომ ჩეიჰუნ ბაირამოვის და ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა.

ერევანი და ბაქო შეთანხმდნენ, განახორციელონ რამდენიმე დაუყოვნებლივი ნაბიჯი: არ განახორციელონ წინასწარ განზრახული დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე და მოხდეს ბრძოლის ველზე დაღუპულთა გვამების შეგროვება და მათი გაცვლა ბრძოლის ველზე და ერთი კვირის განმავლობაში გაცხვალონ დატყვევებული სამხედროების სიები, რათა მოხდეს მათი გაცვლა. მნაცაკანიანსა და ბაირამოვს შორის შეთანხმება ეხება ასევე ურთიერთობას ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის მექანიზმების გარშემო". ამის თაობაზე განცხადება გააკეთდა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ სომხეთის და აზერბაიჯანის მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების, აშშ-ის, საფრანგეთის და რუსეთის წარმომადგენლები ჟენევაში 30 ოქტომბერს ჩავიდნენ. ზოჰრაბ მნაცაკანიანმა პირველი შეხვედრა გამართა ამ სამი ქვეყნის წარმომდგენლებთან, სანამ აზერბაიჯანელი კოლეგა, ჩეიჰუნ ბაირამოვმა ცალკე ხვდებოდა საერთაშორისო დიპლომატებს.

თავდაპირველად არ იყო ცხადი, შედგებოდა თუ არა ბაირამოვის და მნაცაკანიანის პირისპირ შეხვედრა.

მოლაპარაკება ჟენევაში უნდა დაწყებულიყო ერთი დღით ადრე, მაგრამ მთიან ყარაბაღში ცხადე ბრძოლების გამო შეხვედრები ერთი დღის დაგვიანებით დაიწყო.

29 ოქტომბერს აზერბაიჯანმა გაავრცელა ცნობა, რომ სომხეთს გადასცა 29 ჯარისკაცის გვამები, რომლებიც ბრძოლის დროს დაიღუპნენ. გვამების გადაცემა ორივე მხარემ აღიარა რის ფონზეც, ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ აშშ-ის შუამავლობით შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილებაა, მაგრამ მას აკონტროლებენ სომხური ძალები, რომლებიც იქ უმრავლესობას წარმოადგენენ. სეპარატისტულმა ძალებმა სომხეთის დახმარებით აზერბაიჯანის არმიასთან 1990-იანი წლების ომის შემდეგ, კონტროლი დააწესეს საკუთრივ რეგიონზე და მიმდებარე მიწებზე.

27 სექტემბერის დაწყებულ სამხედრო მოქმედებების დროს ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ორჯერ რუსეთის და ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შედეგი არ მოჰყოლია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე შვიდი რაიონიდან სომხური ძალების გაყვანას მოითხოვს. სომხური მხარე თვლის, რომ არ წავა რეგიონიდან, რადგან ის ისტორიული სამშობლოს ნაწილია და იქ მყოფი მოსახლეობა დაცვას საჭიროებს.

კონფლიქტის გამო შეშფოთება უკავშირდება დაპირისპირების გაფართოებას. მხარეების მოკავშირეები არიან ნატოს წევრი თურქეთი და რუსეთი, რომელსაც სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში.

როგორც რეგიონული მოთამაშე, ირანმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ შეიმუშავა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გეგმა, რათა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები სომხურსა და აზერბაიჯანის ძალებს შორის. მანამდე თეირანმა მხარეები გააფრთხილა სამხედრო დაპირისპირების მიმდებარე თავის ტერიტორიისთვის ზიანის მიყენების გამო.

ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აბას არაყჩი რეგიონში მოგზაურობს და თავის გეგმას აცნობს მასპინძლებს. თეირანის დესპანი უკვე იყო ბაქოში, მოსკოვში და ერევანში და შემგომ, ანკარას ესტუმრება.

ევროპის კავშირმა, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ჩარჩოებშია დაპირისპირებული მხარეების პარტნიორი, საბრძოლო მოქმედების გააქტიურებას „მიუღებელი უწოდა“ და განაცხადა, რომ „სურს ახალი სამშვიდობო მოლაპარაკება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG