Accessibility links

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე დაპირისპირება იყო. სიტუაცია ისევ დაძაბულია


89-ე საარჩევნო უბანი, სოფელი ყიზილაჯლო, მარნეულის მუნიციპალიტეტი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოჰყვა სამი დამკვირვებლის გამოძევებას. ვითარების განსამუხტად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა სიტუაცია ისევ დაძაბულია.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრის“ დამკვირვებელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა - ამომრჩევლები ბიულეტენებს პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდასთან ხაზავდნენ.

„პლატფორმა 2020-ის“ დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მათ არ აძლევდნენ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების საშუალებას. უბნის გარეთ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გიორგი მუმლაძესა და საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ლაშა ჩხიტუნიძეს შორის, რომელიც მანამდე, მარნეულის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებს.

ჩხიტუნიძის თქმით, გამოძევებული დამკვირვებლები აფილირებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ხელს უშლიდნენ კენჭისყრის ნორმალურად ჩატარებას, უსაფუძვლო შენიშვნებს იძლეოდნენ და აფერხებდნენ ამომრჩეველთა ნაკადს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG